კომაროვის სკოლის საერთაშორისო პროგრამებისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მაია ოთიაშვილი უნივერსიტეტებში მიღების პროცესებში დახმარების საერთაშორისო ასოციციამ (ACAC) 2018 წლის სტიპენდიანტად დაასახელა!

კომაროვის სკოლის საერთაშორისო პროგრამებისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და ინგლისურის მასწავლებელი, მაია ოთიაშვილი უნივერსიტეტებში მიღების პროცესებში დახმარების საერთაშორისო ასოციციამ (International Association for College Admission Counseling, ACAC) 2018 წლის სტიპენდიანტად დაასახელა. მაია პირველი ქართველია, რომელმაც ACAC-ს სტიპენდია მოიპოვა.


ACAC არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1991 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის წევრები სტუდენტებს ეხმარებიან, აირჩიონ სწორი უნივერსიტეტი და პროფესია. ორგანიზაციის წევრობა პრივილეგიაა, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციებსა და პირებს ანიჭებენ; ამ დროისთვის ACAC-ის 90-მდე სახელმწიფოდან 2000-მდე წევრი ჰყავს.


მაია, სხვადასხვა ქვეყნის 80 აპლიკანტიდან შეარჩიეს. როგორც, ACAC-ის სტიპენდიანტს, მას საერთაშორისო ასოციაციის 3-წლიანი წევრობა ექნება, ამის გარდა ივლისში დაესწრება 2018 წლის კონფერენციას, რომლის ხარჯებს ACAC ასოციაცია სრულიად აუნაზღაურებს. კონფერენცია 7 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით  აშშ-ში, ლუიზიანას შტატის ქალაქ ახალ ორლეანში გაიმართება. კონფერენციას უმასპინძლებენ შემდეგი უნივერსიტეტები: Tulane University და Loyola University. სტიპენდიანტს ასევე ეყოლება საკუთარი მენტორი, რომელიც დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში და მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს დაეხმაროს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაში.


კომაროვის სკოლა ულოცავს და წარმატებებს უსურვებს მაიას! 


ზემოთ